VIP ზონა მოიცავს როგორც ღია და დახურულ არეალს, ასევე ველნეს და სპა გამაჯანსაღებელ ცენტრს, რომლის უნიკალური გარემო კომფორტისა და განტვირთვის სამყაროში გადაგიყვანთ

მარილის ორთქლის საუნა – ჯანმრთელი და დახვეწილი სხეული

ტენიანობა 100%
ტემპერატურა – 42-44℃
დრო – 10-20 წუთი

მარილის ორთქლის საუნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუნაა მთელ ევროპაში.  იოდიზირებული მარილით გაჯერებული ორთქლი სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის, სხეულის კორექციისა და ცელულიტთან საბრძოლველად. მარილის ორთქლის საუნა ასევე დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევასა, სასიცოცხლო ძალების აღდგენაში.

მარილის ორთქლის საუნა ხელს უწყობს:

  • ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობას და დაავადების პრევენციას
  • წონის კორექციას;
  • ნივთიერებათა ცვლას
  • კანის ელასტიურობას
  • აქვს ძლიერი კოსმეტიკური ეფექტი;
  • ამცირებს ცელულიტებს;
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს
  • ხსნის შეშუპებას
  • ხელს უწყობს ლიმფოდრენაჟს

ტენიანობა 100%; ტემპერატურა – 42-44℃; დრო – 10-20 წუთი

ფინური საუნა – უძველესი გზა ჯანმრთელობისკენ

ტენიანობა – 45-50%
ტემპერატურა 95-100℃
დრო – 10-20 წთ.

ფინური საუნა მიეკუთვნება მშრალ საუნების რიგს. მასში ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურია ( 90-100 გრადუსი), ტენიანობა კი, შედარებით დაბალი. მისი ზემოქმედებით ორგანიზმიდან გამოდის დიდი რაოდენობის ტოქსინები და დაგროვილი სითხე.

ორგანიზმის გათბობის შედეგად აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, რაც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციის უნარს.

ფინური საუნა საუკეთესო საშუალებაა კუნთების აღდგენის თვალსაზრისით, რაც განპირობებულია კუნთებში დაგროვილი რძის მჟავის გამოდევნითა და მისი გლიკოგენად გარდაქმნით. სწორედ ამიტომ საუკეთესოა სპორტული აქტივობების შემდეგ, ძალების აღსადგენად.

ფინური საუნის სამშობლო სკანდინავიაა, ის უძველესი დროიდან არის ცნობილი და ასწლეულების განმავლობაში სრულიად დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს.

ფინური საუნა ხელს უწყობს:

  • ნივთიერებათა ცვლას და რეგენერაციის პროცესს;
  • ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას;
  • აძლიერებს სისხლის მიმოქცევას;
  • საუკეთესო საშუალება კუნთების აღსადგენად;
  • ეფექტურია სპორტული აქტივობის შემდგომ, კომპლექსური გამოყენებისას;
  • ხსნის სტრესს;

ტენიანობა – 45-50%; ტემპერატურა 95-100℃; დრო – 10-20 წთ.

მცენარეული საუნა – არომატული თერაპიის სასწაული

ტენიანობა 55-60%
ტემპერატურა – 45-60℃
დრო – 10-25 წთ.

მცენარეული საუნა ეს არის კომბინირებული არომათერაპია, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია. არომატული სურნელებისა და ეთერზეთების შერჩევით სასურველი შედეგი აქ მოკლე დროში მიიღწევა; მცენარეული საუნის პირველადი ეფექტი სასიცოცხლო ძალების აღდგენაა.

არომატული სურნელებისა და ეთერზეთების შერჩევით, არომათერაპიულ საუნას სხვადასხვა დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდაც იყენებენ. განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი გზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

მცენარეული საუნა ხელს უწყობს:

  • სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციონირებას;
  • გააჩნია დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი;
  • აუმჯობესებს ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდებას;
  • კანს მბზინვარეს და ელასტიურს ხდის;
  • ხელს უწყობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის რეგენერაციას;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ამცირებს ცელულიტს;
  • ახდენს წონის კორექციას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;

ტენიანობა 55-60%; ტემპერატურა – 45-60℃; დრო – 10-25 წთ.

ცივი აუზი

ტემპერატურა 8-12℃
დრო – 2-3 წთ.

ცივი აუზი  საუნასთან ერთად კომბინაციაში ჯანმრთელობის საწინდარია

ტემპერატურა 8-12℃; დრო – 2-3 წთ.

რომაული საუნა – სხეულის სიძლიერის რომაული რეცეპტი

ტენიანობა 100%
ტემპერატურა – 42-44℃
დრო – 10-20 წუთი

ორთქლის ეფექტი არომათერაპიასთან ერთად – ეს კომბინირებული რომაული საუნაა, რომელსაც მრავალმრხივი სამკურნალო თვისება გააჩნია.

ძველ რომში, საუნა გლადიატორების საყვარელი ადგილი იყო. ბრძოლის შემდეგ, ისინი სწორედ საუნაში აღიდგენდნენ ძალებს და იჯანსაღებდნენ ნაიარევ სხეულს. საუნა მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა.

რომაული საუნასთვის დამახასიათებელია მაღალი ტენიანობა და მისი რეგულარული სტუმრობისას, თქვენ შეძლებთ გაიმკვრივოთ სხეული და გაიახალგაზრდავოთ კანი, მოიხსნათ კუნთების დაჭიმულობა და ტკივილის შეგრძნება, გამოდევნოთ ორგანიზმიდან ტოქსინები, გაიძლიეროთ იმუნიტეტი, მოიწესრიგოთ კაპილარული მიმოქცევა, დაემშვიდობოთ დეპრესიას და შეიქმნათ ჰარმონია.

რომაული საუნა ხელს უწყობს:

  • წონის კორექციას;
  • ცელულიტის დაშლასა;
  • კუთნთების დაძაბულობისა და სახსრების ტკივილის მოხსნას;
  • ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას
  • კაპილარული მიმოქცევის მოწესრიგებას;
  • კანის გაახალგაზრდავებასა და გამკვრივებას;
  • იმუნიტეტის გაძლიერებას;

ტენიანობა 100%; ტემპერატურა – 42-44℃; დრო – 10-20 წუთი

მელიის სორო – მსუბუქი ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

ტენიანობა 100%
ტემპერატურა – 42-44℃
დრო 10-20 წთ.

მელიის სორო გამოირჩევა ორიგინალური ინტერიერით, სადაც ორთქლის საუნა მცენარეული საუნის თვისებებთან არის კომბინირებული და აქვს არომათერაპიის ეფექტი.

მელიის სოროში განთავსებულია ჯაკუზი. აქ თქვენ ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მონაცვლეობით ფეხის ჰიდროპროცედურებს ჩაიტარებთ, რაც ააქტიურებს სისხლის მიმოქცევასა და ეფექტურია სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

მელიის სორო გამოიყენება:

  • ფეხის ჰიდროპროცედურებისთვის;
  • ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას;
  • ეფექტურია სისხლძარღვოვანი დაავადებების მკურნალობის პროცესში;
  • ხსნის შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას კიდურებში;

ტენიანობა 100%; ტემპერატურა – 42-44℃; დრო 10-20 წთ.

ტეპიდარიუმი – აღმოაჩინე სრულყოფილება

ტენიანობა  45-50%
ტემპერატურა  28-32℃
დრო 10-35 წთ.

Gino Paradise -ის WELLNESS & SPA -ში არსებული ტეპიდარიუმი თქვენი სრული გატნვირთვისაა შექმილი.

სარელაქსაციო ოთახში არსებული თბილი ქვის სავარძლები დასვენების და კუნთების მოდუნების საუკეთესო საშუალებაა.

ტეპიდარიუმი რეკომენდებულია საუნების, ცივი შხაპისა და მასაჟის შემდეგ. ზღვის ტალღების ვიზუალური იმიტაცია, ყურძნისა და ვარდის საოცარი ნაზავი, მშვიდი მუსიკა და სპეციალური განათება – ყველაფერი ეს თქვენ თავს სამოთხეში გაგრძნობინებთ და ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით.

ტეპიდარიუმი დაგეხმარებათ:

  • სრულ რელაქსაციაში;
  • დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა და მოდუნებაში;
  • აგიმაღლებთ განწყობას

ტენიანობა  45-50%; ტემპერატურა  28-32℃; დრო 10-35 წთ.

ყინულის ბორცვი VIP

დრო 1-2 წთ.

საუნის შემდგომ ყინულის მოხმარება  საუკეთესოა კანისთვის იგი აახალგაზრდავებს და ამკვრივებს მას

ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სავარძელი – ძვირფასი ლითონის სამკურნალო ძალა

ტემპერატურა  32-34℃; დრო  2-5 წთ.

ალექსანდრე მაკედონელის 24 კარატიანი ოქროს სავარძელი საქართველოში ერთადერთია და მის ანალოგს სხვაგან ვერ შეხვდებით.

ოქროს სავარძელი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ 5000 წლის წინ ძველი ეგვიპტელები ოქროს,  მენტალური, ფიზიკური და სულიერი განწმენდის საშუალებად მიიჩნევდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ოქრო სასიცოცხლო ძალების სტიმულატორია.

ასევე, ძველ ჩინეთში გავრცელებული იყო ძვირფასი ლითონებით, კერძოდ კი თბილი ოქროთი მკურნალობის მეთოდი.

თბილი ოქრო ხელს უწყობს ნაჭრილობევის მკურნალობას და ზოგადად, კომპლექსურად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ოქროს სავარძელი:

  • დაგეხმარებათ სასიცოცხლო ძალების აღდგენაში;
  • ხელს უწყობს ნაჭრილობევის მკურნალობას;
  • კომპლექსურად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის;
  • ასტიმულირებს სასიცოცხლო ძალებს;

ტემპერატურა  32-34℃;  დრო  2-5 წთ.