ჯინო ფერედაისის კიდევ ერთი უნიკალურობა – ექსელენთის პრივატული ზონა.

ექსელენთ ზონა განსაკუთრებული, პრივატული ველნეს და სპა ცენტრია, სადაც ყველა პირობაა შექმნილი თქვენი მაქსიმალურიკომფორტისა და სიამოვნებისათვის. აღნიშნეთ თქვენი ცხოვრების ბედნიერი დღე თქვენს მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად, ან უბრალოდ, მოიწყვეთ განტვირთვის დღე. დაჯავშნეთ პრივატული ექსელენთ ზონა და ისიამოვნეთ სპა პროცედურებით მხოლოდ  ახლობელი ადამიანების გარემოცვაში.

მცენარეული საუნა – არომატული თერაპიის სასწაული

ტენიანობა 55-60%
ტემპერატურა – 45-60°C
დრო – 10-25 წთ.

მცენარეული საუნა ეს არის კომბინირებული არომათერაპია, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია. არომატული სურნელებისა და ეთერზეთების შერჩევით სასურველი შედეგი აქ მოკლე დროში მიიღწევა; მცენარეული საუნის პირველადი ეფექტი სასიცოცხლო ძალების აღდგენაა.

არომატული სურნელებისა და ეთერზეთების შერჩევით, არომათერაპიულ საუნას სხვადასხვა დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდაც იყენებენ. განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი გზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

მცენარეული საუნა ხელს უწყობს:

  • სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციონირებას;
  • გააჩნია დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი;
  • აუმჯობესებს ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდებას;
  • კანს მბზინვარეს და ელასტიურს ხდის;
  • ხელს უწყობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის რეგენერაციას;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ამცირებს ცელულიტს;
  • ახდენს წონის კორექციას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;

ტენიანობა 55-60%; ტემპერატურა – 45-60°C; დრო – 10-25 წთ.

კლეოპატრას ოქროს აბაზანა – ჰარმონია სხეულთან

ტემპერატურა 33-36℃
დრო 10-15 წუთი

მცენარეული საუნა ეს არის კომბინირებული არომათერაპია, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია. არომატული სურნელებისა და ეთერზეთების შერჩევით სასურველი შედეგი აქ მოკლე დროში მიიღწევა; მცენარეული საუნის პირველადი ეფექტი სასიცოცხლო ძალების აღდგენაა.

არომატული სურნელებისა და ეთერზეთების შერჩევით, არომათერაპიულ საუნას სხვადასხვა დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდაც იყენებენ. განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი გზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

მცენარეული საუნა ხელს უწყობს:

  • სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციონირებას;
  • გააჩნია დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი;
  • აუმჯობესებს ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდებას;
  • კანს მბზინვარეს და ელასტიურს ხდის;
  • ხელს უწყობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის რეგენერაციას;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ამცირებს ცელულიტს;
  • ახდენს წონის კორექციას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;

ტენიანობა 55-60%; ტემპერატურა – 45-60°C; დრო – 10-25 წთ.

ორთქლის საუნა – ახალგაზრდა სხეულის საიდუმლო

ტენიანობა 100%
ტემპერატურა 42-44°C
დრო – 10-20 წუთი

მშრალი საუნებისგან განსხვავებით, ორთქლის საუნაში ჰაერის ტენიანობა მაქსიმალურია. ორთქლის აბაზანაში ჩატარებული პროცედურები ხელს უწყობს დასვენებას, წონის კორექციასა და კანის ელასტიურობის შენარჩუნებას.  მისი გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმში წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დაცვას.

უძრავი ცხოვრების წესს, სტრესს, არასწორ კვებას, ალკოჰოლსა და თამბაქოს ქრონიკულ დაავადებებამდე მივყავართ. როგორ გავხდეთ კვლავ ჯანმრთელები? – მიიღეთ ორთქლის აბაზანები – თქვენ ხელახლა დაიბადებით!

ორთქლის საუნა:

  • აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას;
  • აქვს ძლიერი კოსმეტიკური ეფექტი;
  • არეგულირებს წყლისა და ელექტროლიტურ ბალანსს.
  • ამცირებს ცელულიტს;
  • ხელს უწყობს წონის კორექციას;
  • კანს უნარჩუნებს ელასტიურობას
  • ხსნის კუნთების დაძაბულობას, სტრესსა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს;
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს;

ტენიანობა 100%; ტემპერატურა 42-44°C; დრო – 10-20 წუთი

საუნა „ლუდის კათხა“ ჯაკუზით

ტემპერატურა: 33-36 °C
სარგებლობა რეკომენდირებულია : 10-15 წთ.

ეს საუნა  აღჭურვილია ჰიდრომასაჟორით, აქ შეგიძლიათ  ლუდის ექსრტაქტით  გაჯერებულ აბაზანის მიღება  და იქვე დამონტაჟებული ლუდის კასრიდან  ლუდის დაგემოვნებაც.

ლუდის კათხას გააჩნია არამარტო გასართობი, არამედ სამკურნალო/გამაჯანსაღებელი ეფექტი, ის ეფექტურია ძვლოვანი სისტემის გამაგრებისა და კანის ელასტიურობის აღდგენისთვის.

ტევადობა 10-15 ადამიანი.

 ტემპერატურა 33-36°C; დრო – 10-15 წთ

კრიოსაუნა „ყინულის ოთახი“

ტენიანობა 43%
ტემპერატურა -10°C
დრო – 1-3 წუთი

ყინულის ოთახი განკუთვნილია კრიოთერაპიისათვის. აღნიშნული პროცედურა ტარდება ყინულისა და თოვლცვენის ოთახში, სადაც ადამიანის ორგანიზმზე ხდება დაბალი ტემპერატურით ზემოქმედება. ინტენსიური თბოგაცვლის გამო ადამიანი კარგავს კალორიების მნიშვნელოვან რაოდენობას, ამიტომ კრიოსაუნა ითვლება გახდომის საუკეთესო საშუალებად.

კრიოსაუნა ასტიმულირებს გულისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ჰორმონალურ ცვლას, ამცირებს დაღლილობის გრძნობას და გააჩნია ძლიერი გამაახალგაზრდავებელ ეფექტი.

კრიოსაუნაში რამდენიმე სეანსის შემდეგ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ცელულიტს.

 ტენიანობა: 43%; ტემპერატურა -10°C; დრო – 1-3 წთ.

სენსორული ვირპული

სიღრმე 0.85 მ.
ტენიანობა 100%
ტემპერატურა: 34-36 °C
დრო 10-15 წთ.

სენსორული ვირპული, მასაჟორით,  ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და  წყლის ჭავლის მონაცვლეობით სარელაქსაციო პროცედურის ჩასატარებლად საუკეთესო საშუალებაა.

 სიღრმე 0.85 მ; ტენიანობა: 100%; ტემპერატურა -34-36°C; დრო – 15-25 წთ.