ველნესი და სპა

თუ მუშაობთ და თქვენი ყოველდღიური რუტინა მოსაწყენ ერთფეროვნებად გექცათ, სიახლეს ეძებთ რომ საქმიანი კვირის ბოლოს მოდუნდეთ და ყოველი მორიგი დღე ენერგიულად და შემართებით დაიწყოთ, ან, პირიქით, თქვენი ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია, რომ უქმეებზე ახალი აღმოჩენები გჭირდებათ, ჯინო ფერედაისის სპა და ველნეს ცენტრი თქვენთვის ზედგამოჭრილი ადგილია! ჩვენი უნიკალური, ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული სპა და ველნეს პროცედურები თავს საუცხოოდ გაგრძნობინებთ.

ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც აქტიური სამუშაო კვირის ბოლოს განტვირთვასა და ძალების აღდგენას შეძლებთ, მიიღებთ სხეულის გამაჯანსაღებელ ექსკლუზიურ მომსახურებას, უნიკალური სპა პროცედურებისა და მასაჟების წყალობით, თავს მართლაც სამოთხეში იგრძნობთ და აიმაღლებთ განწყობას ახალი სამუშაო კვირისათვის, როგორი საქმიანი და დატვირთულიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ის.

როგორ შევარჩიოთ სპა?

ჯინო ფერადაისის მასაჟის, VIP ზონისა და ექსელენთ პრივატული ზონის მრავალფეროვანი სერვისი ყველა ასაკსა და გემოვნებაზეა მორგებული. აქ თქვენ დაგხვდებათ იდეალური გარემო რელაქსაციის, სტრესის მოხსნის, მოდუნებისა და განწყობის ასამაღლებლად.

ჩვენს სპა სივრცეში გთავაზობთ 6 განსხვავებულ საუნას, ჟანგბადით გამდიდრეულ სენსორულ ვირპულს ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით, დეტოქსს, ფიტოთერაპიას, არომათერაპიას, ფეხის კონტრასტულ აბაზანებს, თერაპიას ოქროს ფირფიტებით – ანუ ყველაფერ იმას, რაც თქვენს სხეულს სასურველი მასაჟისთვის განაწყობს. სპა და მასაჟის პროცედურები არა მხოლოდ ასტიმულირებს სასიცოცხლო ძალებს, არამედ სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ჩვენთან წარმოდგენილია სერვისების მრავალფეროვანი არცჩევანი, რაც:

  •         აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  •         ამცირებს ცელულიტს;
  •         ახდენს წონის კორექციას;
  •         აძლიერებს იმუნიტეტს;
  •         ხსნის დაძაბულობასა და სტრესს;
  •         ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ტოქსინები;
  •         აღადგენს სასიცოცხლო ძალებს.

თუ თქვენ, ძირითადად, უძრავი ცხოვრების წესს მისდევთ, სტრესულ გარემოში გიწევთ მუშაობა, არასწორად იკვებებით, ან ალკოჰოლისა და თამბაქოს მოიხმართ, ჩვენი სპა პროცედურებით თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ხელახლა დაიბადეთ და თქვენი შინაგანი განწყობა უსათუოდ ჯანმრთელობის აღდგენის საწინდარი გახდება.

ჩვენთან წარმოდგენილი საუნების მრავალფეროვან არჩევანს ერთი მნიშვნელოვანი რამ აერიანებს: ესაა წონაში კლების ხელშეწყობა. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ როგორი იდეალური სხუელის ფორმებიც არ უნდა ჰქონდეს ქალსა თუ მამაკაცს, არასწორი კვების, ალკოჰოლისა თუ, უბრალოდ, უძრავი ცხოვრების წესის გამო, დროდადრო, ჩვეუნდაუნებურად, ვიმატებთ წონაში და ეს არა მხოლოდ ჩვენს სხეულზე, არამედ განწყობაზეც აისახება.

რატომ ვირჩევთ ჯინო ფერედაისის ველნესსა და სპას?

ის, თუ როგორ ვატარებთ თავისუფალ დროს, დიდწილად ჩვენს გემოვნებაზეც მეტყველებს. თუ გსურთ თქვენი ძვირფასი დრო ერთდროულად სასარგებლოდაც გამოიყენოთ და დაუვიწყარი სიამოვნებაც მიიღოთ, სპა და ველნეს პროცედურები სწორედ თქვენთვისაა.

ჩვენი სერვისით გვსურს წვლილი შევიტანოთ თქვენი სხეულის გაჯანსაღებასა და განწყობის ამაღლებაში. ეს ყოველივე, თავისმხრივ, სწორ კვებასთან, ფიტნესთან, სხეულის კორექციასთან და უშფოთველ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სარელაქსაციო და რიტუალური მასაჟისა და სხეულის მოვლის სრულიად მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენთან შეძლებთ თავი მსოფლიოს იმ კუთხეში იგრძნოთ, სადაც სიამოვნებით იმოგზაურებდით და დატკბებოდით როგორც ჩვენი VIP ზონის გამაჯანსაღებელი პროცედურებით, ასევე  ექსელენთ ზონის განსაკუთრებული, პრივატული სივრცით, რომელიც ზედგამოჭრილია როგორც ინდივიდუალური განტვირთვისთვის, ასევე განტვირთვისა და სიამოვნების ახლობელ ადამიანებთან გასაზიარებლად.