საცურაო აუზები

„ჯინო ფერედაისის“ ტერიტორიაზე მაქსიმალური დასვენებისა და დაუვიწყარი გართობისთვის სხვადასხვა ტიპის აუზებია განთავსებული. აქ ყველა სტუმარი იპოვის მისთვის სასურველ სივრცეს, სადაც შეეძლება ძალების აღდგენა და სასიამოვნო ემოციებით დამუხტვა.

პანორამა აუზი ბარით

  • წყლის ტემპერატურა: 31-32°C
  • მაქსიმალური სიღრმე: 1.8 მ

აქვა ბარი

აქვა ბარი აღჭურვილია მეტალის სავარძლებით და სამასაჟე მფრქვევანებით, აქ წყლიდან ამოუსვლელად შესაძლებელია ბარის მომსახურებით სარგებლობა.

  • წყლის ტემპერატურა: 34-36 °C
  • მაქსიმალური სიღრმე: 1.05 მ

მარილიანი და მტკნარი წყლის ვირპულები

მარილიანი და მტკნარი წყლის ვირპულები წყალქვეშა სავარძლებით  და  ჰიდრომასაჟორებით საუკეთესოა კანისთვის და რელაქსაციისათვის.

  • წყლის ტემპერატურა: 34-36 °C
  • მაქსიმალური სიღრმე: 1.1მ

ტალღებიანი აუზი

ზღვის მოყვარულებისთვის „ჯინო ფერედაისის“ ტალღებიანი აუზი ხელოვნური ტალღებით   განსაკუთრებულად საყვარელი ადგილია. ზღვა აღარ არის შორს – აქ ღია აუზში ტალღებში ნებივრობა, მზეს მიფიცხება და გარუჯვა შეგიძლიათ. აქვა ბარი კი თქვენი სრული კომფორტისა და ბედნიერებისთვის ზრუნავს. ჩვენი სტუმრები მეტალის სავარძლებით და სამასაჟე მფრქვევანებით აღჭურვილ აუზში ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაში სხვადასხვა ცივი სასმელით წყლიდან ამოუსვლელად გრილდებიან.

  • წყლის ტემპერატურა: 28-30 °C
  • მაქსიმალური სიღრმე: 2მ
  • ტალღების მაქსიმალური სიმაღლე: 1.8მ

ველური მდინარე

ველური მდინარე თავგადასავლების, საოცარი შეგრძნებებისა და ჩქარი მდინარის ეფექტის მქონე წყლის ღია ატრაქციაა.

  • წყლის ტემპერატურა: 28 °C
  • მაქსიმალური სიღრმე: 0. 97 მ