საცურაო აუზები

„ჯინო ფერედაისის“ ტერიტორიაზე მაქსიმალური დასვენებისა და დაუვიწყარი გართობისთვის სხვადასხვა ტიპის აუზებია განთავსებული. აქ ყველა სტუმარი იპოვის მისთვის სასურველ სივრცეს, სადაც შეეძლება ძალების აღდგენა და სასიამოვნო ემოციებით დამუხტვა.

ოლიმპიური აუზი

25 მეტრიანი ოლიმპიური აუზი, 5 საცურაო ბილიკით განკუთვნილია მათთვის, ვისაც მოსწონს აქტიური, სპორტული ცხოვრების სტილი. აუზთან განთავსებულია  250 ადამიანზე გათვალისწინებული კეთილმოწყობილი ტრიბუნა. თანამედროვე ოლიმპიური სტანდარტების აუზი აქტიური სპორტის მოყვარულებისა და მოცურავეებითვის იდეალური ადგილია. აქ შეგიძლიათ სხეულის ტონუსში მოყვანა, გაჯანსაღება  და ენერგიით ავსება. 

  • წყლის ტემპერატურა: 27 °C
  • მაქსიმალური სიღრმე: 1. 65 მ

ბავშვთა წყლის პარკი

ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ „ჯინოს“ პატარა სტუმრებზე. წყლის პარკში მათთვის დაუვიწყარი გასართობი ატრაქციები გვაქვს მოწყობილი. შადრევანი, სასრიალო, მოულოდნელი წყლის ეფექტები, მხიარული და ფერადი გარემო ბავშვებში აღტაცებას და სიხარულს იწვევს. ჩვენთან მოსაწყენად არავის სცალია! 

  • წყლის ტემპერატურა: 30-32 °C
  • მაქსიმალური სიღრმე: 0.40მ

სარელაქსაციო აუზი

თუ კი  თქვენ უფრო აქტიური დასვენება, სტრესის მოხსნა და მსუბუქი განტვირთვა გსურთ, მაშინ გირჩევთ ჩვენს სარელაქსაციო აუზს ეწვიოთ, აქ თქვენ დაგხვდებათ წყალქვეშა სავარძლები, ჰიდრო მასაჟები და გარემო, რომელიც ყოველგვარი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. 

  • წყლის ტემპერატურა: 28-30 °C
  • წყლის ტემპერატურა:: 30 °C
  • მაქსიმალური სიღრმე:: 1მ

მეკობრეების გემი

სამსართულიანი გემი „პირატი“ -ს  მესამე სართულიდან იშლება საოცარი ხედი მთელ კომპლექსზე, მეორე სართულზე მოწყობილია ღია ბარი, პირველი სართულზე კი არის დიდი მარილიანი ვირპული, უნიკალური ჰიდრომასაჟორებითა  და მინი ბარით.

  • წყლის ტემპერატურა: 34-36°C
  • მაქსიმალური სიღრმე: 1.მ