აკვა პარკი

ჯინო ფერედაისის აკვა პარკი თბილისში ყველაზე დიდი გასართობი და გამაჯანსაღებელი სივრცეა, რომელიც ყველა ასაკის სტუმარზეა მორგებული და მათ დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს წელიწადის ნებისმიერ დროს!

ჯინო ეს არის კურორტი ქალაქში, ცენტრიდან 20 წუთის სავალზე, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილას. ჩვენი აკვა პარკი უნიკალურია იმით, რომ ის არა მხოლოდ წყლის აქტივობებს გთავაზობთ, არამედ გაცილებით მეტ თავშესაქცევ კომპონენტს აერთიანებს, როგორებიცაა:

  • ღია და დახურული აუზის 9 სახეობა,
  • წყლის ექსტრემალური ატრაქციები,
  • ფინტეს დარბაზი,
  • VIP სივრცეში შემავალი სპა და ველნეს ცენტრი,
  • სასტუმრო და სპორტის აკადემია,
  • 2 განსხვავებული საბავშვო სივრცე ღია და დახურულ ტერიტორიაზე.

ჯინო ფერედაისის ჯადოსნურ სივრცეში თქვენი პატარების განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად, წყლის ატრაქციების გარდა, სხვადასხვა სახის, ნატურალური ზომის მოძრავი დინოზავრებიც დაგხვდებათ და თავს პრეისტორიული მოგზაურობის გმირებად გაგრძნობინებთ.

და მაინც, რატომ ჯინო?

ჩვენს აკვა პარკში წყლის შედარებით ექსტრემალური სახეობებიც უხვადაა. ასე მაგალითად, თუ წყალი და სისწრაფე ერთნაირად გიზიდავთ, ტობოგანს გირჩევთ. ესაა აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი წყლის სასრიალოების კომპლექსი, დაშვების 60 კ/მ-მდე მაქსიმალური სისწრაფით. გვაქვს ასევე წყლისზედა ექსტრემალური სივრცე – ტანზანია – სადაც თავს ნამდვილი სათავგადასავლო ფილმის პერსონაჯად წარმოიდგენთ.

თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ და გსურთ სხეულს მომაჯადოვებელი ფორმები შესძინოთ, ჩვენი თანამედროვე ტრენაჟორებით აღჭურვილი ფიტნეს-დარბაზი, საუკეთესო არჩევანია.

ჯინოში ყველაფერია იმისთვის, რომ მთელი დღით მოწყდეთ რეალობას, დაივიწყოთ პრობლემები და უარი უთხრათ ყოველგვარ გადაღლილობას. ჩვენთან ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი იმისთვის, რომ თავი ნამდვილ კურორტზე იგრძნოთ.

როგორც საკუთარ სახლში…

ჯინოს ტერიტორიაზე კვების 4 ობიექტი და 6 ბარია. აქვეა სათევზაო სივრცე თევზჭერის მოყვარულთათვის, სადაც ადგილზევე შეგიძლიათ ახლადდაჭერილი თევზის დაგემოვნებაც. ხოლო თუ იუბილარი ხართ, ჩვენს დაბადების დღის ცენტრში წყლის უნიკალური ანიმაციები და სერვისები მთელი დღის მანძილზე თქვენს განკარგულებაშია.

ჩვენი აკვა პარკი კვირის ნებისმიერ დღეს გელით და დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ გრძელი და დატვირთული კვირის ბოლოს განტვირთვა, საუკეთესო საჩუქარია მთელი ოჯახისთვის.