(+995) 322 15 85 85 | info@ginoparadise.ge Instagram ავტორიზაცია/რეგისტრაცია LIVE

ჩვენ შესახებ

„ჯინო ფერედაისი“  მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს გრანდიოზულ აკვაპარკსა და უნიკალურ, სარელაქსაციო ველნეს და სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზსა და კვების ობიექტებს.

ჩვენ გვწამს, რომ გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთმანეთის შემავსებელი ცნებებია.

ჩვენი მიზანია, ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს შევთავაზოთ გამორჩეული და დაუვიწყარი გართობისა და დასვენების ადგილი.

„ჯინო ფერედაისი“ ოთხი სეზონის კურორტია! ჩვენთან წელიწადის ნებისმიერ დროს ისიამოვნებთ!

თავის მხრივ, „ჯინო ფერედაისის“ აკვაპარკი წარმოადგენს  აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ, ხოლო ამიერკავკასიაში – ერთადერთ, მასშტაბურ წყლის ცენტრს უამრავი ატრაქციონით, 31 მეტრიანი ტობოგანით და დახურული და ღია აუზებით.

„ჯინო ფერედაისი“  ასევე მოიცავს თბილისის ზღვის სანაპირო ზონას და  სრულ კომფორტს სთავაზობს დამსვენებელს. სანაპირო ზოლი აღჭურვილია შეზლონგებით, ქოლგებით, სხვადასხვა სახის  ატრაქციონებით, გასახდელებითა და საშხაპეებით.

„ჯინოს“ სპა ცენტრი გთავაზობთ სარელაქსაციო, არომა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ასევე უნიკალურ საუნებს და ჰიდროთერაპიისთვის განკუთვნილ ოთახებსა თუ აღჭურვილობებს.

ფიტნეს ცენტრი გთავაზობთ უახლეს კარდიო და ძალისმიერ ტრენაჟორებს, აერობიკის დარბაზს და მრავალფეროვან სლენდერებს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის კომპლექსური ვარჯიშებისათვის.