(+995) 322 15 85 85 | info@ginoparadise.ge Instagram ავტორიზაცია/რეგისტრაცია

აუზები

ტალღებიანი აუზი

ტალღებიანი აუზი  ხელოვნური ტალღებით ზღვის ეფექტს ქმნის, ცენტრალურ კედელზე კი ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის  განთავსებულია”საცოცი კედელი“.

წყლის ტემპერატურა: 28-30 °C

მაქსიმალური სიღრმე: 2მ

ტალღების მაქსიმალური სიმაღლე: 1.8მ

Gino Paradise
Gino Paradise

სარელაქსაციო აუზი

უჟანგავი ფოლადის სარელაქსაციო აუზი  წყალქვეშა სავარძლებით  და  ჰიდრომასაჟორებით საუკეთესო საშუალებაა რელაქსაციისათვის.

წყლის ტემპერატურა: 30 °C

მაქსიმალური სიღრმე: 1მ

აქვა ბარი

აქვა ბარი აღჭურვილია მეტალის სავარძლებით და სამასაჟე მფრქვევანებით, აქ წყლიდან ამოუსვლელად შესაძლებელია ბარის მომსახურებით სარგებლობა.

წყლის ტემპერატურა: 34-36 °C

მაქსიმალური სიღრმე: 1.05 მ

Gino Paradise
Gino Paradise

ველური მდინარე

ველური მდინარე თავგადასავლების, საოცარი შეგრძნებებისა და ჩქარი მდინარის ეფექტის მქონე წყლის ღია ატრაქციაა.

წყლის ტემპერატურა: 28 °C

მაქსიმალური სიღრმე: 0. 97 მ

ოლიმპიური აუზი

25 მეტრიანი ოლიმპიური აუზი, 5 საცურაო ბილიკით განკუთვნილია მათთვის, ვისაც მოსწონს აქტიური, სპორტული ცხოვრების სტილი. აუზთან განთავსებულია  250 ადამიანზე გათვალისწინებული კეთილმოწყობილი ტრიბუნა.

წყლის ტემპერატურა: 27 °C

მაქსიმალური სიღრმე: 1. 65 მ

Gino Paradise
Gino Paradise

საბავშვო აუზი

საბავშვო აუზი გთავაზობთ სხვადასხვა ატრაქციებს, შადრევნებს და მოულოდნელ წყლის ეფექტებს, რომლებიც ბავშვებს დაუვიწყარ შეგრძნებებს მიანიჭებს.

წყლის ტემპერატურა: 30-32 °C

მაქსიმალური სიღრმე: 0.40მ

მარილიანი და მტკნარი წყლის ვირპულები

მარილიანი და მტკნარი წყლის ვირპულები წყალქვეშა სავარძლებით  და  ჰიდრომასაჟორებით საუკეთესოა კანისთვის და რელაქსაციისათვის.

წყლის ტემპერატურა: 34-36 °C

მაქსიმალური სიღრმე: 1.1მ

Gino Paradise

მეკობრეების გემი

სამსართულიანი გემი „პირატი“ -ს  მესამე სართულიდან იშლება საოცარი ხედი მთელ კომპლექსზე, მეორე სართულზე მოწყობილია ღია ბარი, პირველი სართულზე კი არის დიდი მარილიანი ვირპული, უნიკალური ჰიდრომასაჟორებითა  და მინი ბარით.

წყლის ტემპერატურა: 34-36°C

მაქსიმალური სიღრმე: 1.მ